logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას არ ელევა მიზეზი, რომ მისი ძირითადი იარაღი - დესტრუქცია მუდმივად ჰქონდეს ხელში
- +

20 მაისი. 2020. 20:32

 

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში  შესატანცვლილებები  გარდა იმისა, რომ აზღვევს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე აზღვევს ამ საკონსტიტუციო პროცესს.  აქ გვაქვს 3 არჩევანი: პირველი - ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გავაგრძელოთ, რათა იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული, მეორე - კანონპროექტში შესატან ცვლილებებად წარმოდგენილი რეგულაციები უნდა ავამოქმედოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობამ შეძლოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ან მესამე - რისკის ქვეშ დავაყენოთ საკონსტიტუციო ცვლილებები.  ამ სამიდან ერთ-ერთი არჩევანის გაკეთება აუცილებლად გვიწევს“- განაცხადა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ იმედის ეთერში.

 

 

 

მისი თქმით,  საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ეპიდემიოლოგიური საჭიროება არ არსებობს.

 

 

ოპოზიცია თავის თავს ეწინააღმდეგება.  ჯერ საგანგებო მდგომარეობას რატომ აგრძელებთო. ამ დროს , არც ვაპირებთ გაგრძელებას და ვხსნით. ახლა გვიბიძგებენ, ან საკონსტიტუციო ცვლილებები გავაგრძლოთ, ან ეპიდემიოლოგიური კონტროლი გავუშვათ ხელიდან, რითაც შეიძლება  რისკის ქვეშ დადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობა. ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში სრულიად დამსახურებულად პოზიტიური ემოციაა. ალბათ, ამით ექმნებათ საფრთხე, რომ მოდის არჩევნები და მოსახლეობაში კი ასეთი დადებითი განწყობაა ხელისუფლების მიმართ და მათი შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მათ არ უნდათ არჩევნები, რადგან ისინი განწირული არიან არჩევნებში დამარცხებისკენ და  დესტრუქციული საფუძველი ხელიდან ეცლებათ. ყველა პირობა დააყენეს და ყველა პირობაზე წავიდა ხელისუფლება, რომ შეთანხმება რეალობად იქცეს, მაგრამ მათ არ ელევათ მიზეზი იმისათვის, რომ მათი ძირითადი  იარაღი - დესტრუქცია მუდმივად ჰქონდეთ ხელში, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ დავიცავთ მოსახლეობის ჯანმრთელობას და ხელის შევუწყობთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ შეთანხმება ბოლომდე იქნეს მიყვანილი“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner