logo_geo
eng_logo
მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ
- +

20 მაისი. 2020. 22:32

 

 

საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, - პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

 

 

მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება დაეთმო იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ამ სექტორისა და იქ დასაქმებული  ადამიანების მხარდასაჭერად გეგმავს.

 

 

მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს.

 

 

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner