logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თავხედობა ჰქვია იმას, რომ ერთ მხარეს გიორგი რურუას გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხია, მეორე მხარეს ქვეყნის ბედი
- +

21 მაისი. 2020. 00:38

 

 

“პიარული თავხედობა ჰქვია იმას, რომ ერთ მხარეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი, მეორე მხარეს კი კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი. კერძოდ, რა სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ პიარული თავხედობის გამო ოპოზიცია ვა ბანკზე მიდის და იმუქრებიან, რომ თუ რურუას არ გამოუშვებენ, ამ შეთანხმებას ჩააგდებენ.

 

 

„ჩააგდონ, უფრო მაგრად მოვუგებთ. ახლა რა გამოდის? ჩვენ ვიხვეწებით, რომ მოდი, იქნებ პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადავიდეთ რამენაირად. ჩვენ პატიოსნად, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც ვასრულებთ პირობას და ეს მათთან ერთად დადებული პირობაა. ჩვენ ქართული საზოგადოების წინაშე დავდეთ პირობა და ვიღაცას განცდები თუ აქვს, რომ ეს პირობა ვერ შესრულდა თავის დროზე ეს ასეც იყო, ვერ შესრულდა რაღაცა პირობა და ეს ჩვენ თვითონ უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner