logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გიორგი რურუაზე ლაპარაკი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა
- +

21 მაისი. 2020. 01:09

 

 

“გიორგი რურუაზე ლაპარაკი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. ქართულ საზოგადოებას ამნეზია არა აქვს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ის. თუ ჩვენ არ ვიცით, პრესაში ჩავიხედოთ, სადაც უამრავი განცხადებაა ამასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, არის წარსული, რომელსაც ვერც გარეცხავს ვერავინ ვერასდროს - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ასევე შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც, იმიტომ რომ ამერიკა შორს არის და საერთოდ პოლიტიკური პატიმარი ამერიკაში მაინც და მაინც არ ესმით, რა არის.

 

 

„მაგალითად კუბილიუსისგან განსხვავებით, რომელიც ლიეტუველია და ძალიან კარად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი და თუ ბატონ კუბილიუსს არ ესმის და არ ახსოვს, გავახსენებ ტერლიაცკის, რომელმაც 17 წელი გაატარა გულაგში მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი სამშობლო უყვარდა და ლიეტუვის თავისუფლების ლიგა ჩამოაყალიბა. სამარცხვინოა კუბილიუსის განცხადება, როდესაც ის ამ ჩამოყალიბებულ კრიმინალებს ადარებს იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე შესწირა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას და კუბილიუსს ამას გაახსენებენ, რადგან არჩევნები მოვა ლიეტუვაშიც და ევროკავშირშიც“- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner