აშშ-ის ელჩი იან კელი „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, გეტყვით, რომ შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ. ალექსის ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ეს შემთხვევა ძალიან საინტერესოა და თავად მთავრობა არის ძალიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით", - განაცხადა იან კელიმ.