logo_geo
eng_logo
ბათუმში, 6 მაისის პარკში თევზაობა დროებით აიკრძალა
- +

18 ივნისი. 2016. 16:47



ნურის ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიების დონის მატების მიზეზების კვლევის შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ბათუმის 6 მაისის პარკში, ნურის ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიების დონის მატების მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის. კომისია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში შეიქმნება.



ნურის ტბაში, 14 ივნისს ციანობაქტერიის დონემ მოიმატა და ტბის ზედაპირი მთლიანად დაიფარა, რის გამოც პარკის ადმინისტრაციამ მეთევზეებს და მოსახლეობას თევზჭერა აუკრძალა.



ტბაში თევზაობის აკრძალვის შესახებ განცხადება მეთევზეთა ასოციაციაციის ხელმძღვანელმა რომან ჯიქიამ დღეს გააკეთა. იგი მოუწოდებს მეთევზეებს, არ ითევზაონ, ვიდრე ლაბორატორიული კვლევებით არ დადგინდება, რამდენად საშიშია წყალმცენარეები, რომლებიც ტბის ზედაპირს მოედო და რა რაოდენობით გოგირდს გამოყოფენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner