logo_geo
eng_logo
ბელგია სტატუსის აღდგენას ირლანდიასთან გეგმავს
- +

18 ივნისი. 2016. 16:48


 

ევრო 2016-ის E ჯგუფის მეორე ტურში ბელგიის ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს და მას თურქი არბიტრი - ჯუნეიტ ჩაქირი განსჯის.

პირველი წრე ჯგუფსი სსაინტერესო გამოდგა. ირლანდიელებმა შვედეთთან ფრე - 1:1 ითამაშეს და ახლა მათ აქტივში 1 ქულაა. ბელგიელები ტურნირის დაწყებამდე ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა იტალიასთან 0:2 მარცხის შემდეგ, ისინი ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ. ფავორიტის სტატუსის დაბრუნებას „წითელი ეშმაკები" ირლანდიასთან შეეცდებიან.

ჯგუფში თავისი მეორე შეხვედრა იტალიამ და შვედეთმა უკვე ჩაატარეს და „სკუადრა აძურამ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა (1:0). აღნიშნული გამარჯვებით კონტეს შეგირდებმა მორიგ ეტაპზე თამაშის შანსი გაინაღდეს და ახლა ისღა დარჩა, გაირკვეს თუ ვინ დატოვებს ჯგუფს პირველი ადგილით და რომელი გუნდი გააგრძელებს იტალიასთან ერთად ტიტულისთვის ბრძოლას.

ბელგიას და ირლანდიას ერთმანეთთან 14 მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელთაგან 4 „მწვანეთა" გამარჯვებით დასრულდა, 5 „წითელი ეშმაკების", 5 კი ფრედ.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელი მატჩისთვის:

 

ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ბერტონგენი, ბერმალენი, ალდერვეირელდი, დ.ლუკაკუ - ვიტსელი, მერტენსი - აზარი, ფელაინი, ფერეირა-კარასკო - რ.ლუკაკუ;


ირლანდია (4-4-2): რანდოლფი - ბრეიდი, კლარკი, ო'ში, კოულმენი - ჰენდრიკი, უილანი, მაკგიდი, ჰალაჰანი - მაკლინი, ლონგი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner