logo_geo
eng_logo
„ადამიანები, რომლებმაც პარტია „დატოვეს“, „ქართული ოცნების“ რეალური წევრები არ ყოფილან“
- +

18 ივნისი. 2016. 17:03



წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვითირში, ადგილობრივებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" უმოქმედობაში დაადანაშაულეს და პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.


ადგილობრივებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  მაისურები დახიეს და განაცხადეს, რომ პარტიამ პრობლემების შესახებ დაპირება არ შეასრულა.



აღნიშნული პირები „პატრიოტთა ალიანსს" უერთდებიან.



გადავწყვიტე, დამეტოვებინა ქართული ოცნება - დემოკრატიუ საქართველო". ამ პარტიამ ოთხი წლის განმავლობაში ისიც ვერ შეძლო, რომ მათი მთავარი დაპირება შეესრულებინა და სოფლისთვის წყალი შემოეყვანა. გადავწყვიტე, პატრიოტებს" შევუერთდე", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ბექა გოგიბერიძემ.



სოფელ ქვითირში გამართულ აქციას წყალტუბოში პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე მათი პარტიის რეალური წევრები არ ყოფილან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner