„მოსკოვი ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის გაძლიერებას სიმეტრიულ პასუხს გასცემს", - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ევგენი ლუკიანოვმა განაცხადა.
„სანერვიულო არაფერია. პასუხი იქნება ადეკვატური, შედეგიანი და იაფი", - განაცხადა ლუკიანოვმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიმდინარე კვირას, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გეგმა შეათანხმეს. თითოეული ბატალიონის შემადგენლობა 1000-მდე სამხედრო იქნება. კონტინგენტის ძირითადი ნაწილი გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცებით დაკომპლექტდება. ბატალიონები როტაციის პრინციპით განლაგდება.