საჩხერის მუნიციპალიტეტში 2 მაისს უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული 13 ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
2 მაისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები, მოხდა მიწის ჩამოშლა, დაზიანდა ხიდები, ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, საავტომობილო და საუბნო გზები.