logo_geo
eng_logo
პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
- +

21 მაისი. 2020. 17:53

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფ, 1974 წელს დაბადებულ გ.ღ. -ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

 

სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის II ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გ.ღ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს. რომელიც სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის II ნაწილით, 2231-ე  მუხლის I ნაწილით, 2233-ე მუხლის II ნაწილით, 2234-ე მუხლით, 143-ე მუხლის III ნაწილით და 126-ე მუხლის I ნაწილით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner