logo_geo
eng_logo
საქართველოში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება
- +

18 ივნისი. 2016. 17:25


 

სექტემბრიდან საქართველოში ტროტუარზე პარკირება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზაფხულში „სითი პარკს" ტროტუარებზე დარჩენილ 1500 ადგილს ჩამოართმევენ და აღნიშნულ ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ.


როგორც მერიაში აცხადებენ, „სითი პარკმა" მოსახლეობას ალტერნატიული პარკირების ადგილები უნდა შესთავაზოს.


„სითი პარკი" არ ფლობს პარკირების ადგილებს, ეს არის ქალაქ თბილისის მერიის საკუთრება. კომპანია მხოლოდ ოპერირებას ახორციელებს. მერიის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ტროტუარებზე პარკირება. გაუქმების შემთხვევაში, რა ალტერნატივას შესთავაზებს მოსახლეობას, ამასაც მერია განსაზღვრავს. თუ დავით ნარმანია მიიღებს გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ ადგილზე პარკირების აკრძალვის შესახებ, „სითი პარკი" ამ განკარგულების შესაბამისად მოიქცევა", - ამბობს „სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner