logo_geo
eng_logo
ზაზა ჩიქვანაია: მზად ვართ ვიშუამავლოთ სახელისუფლებო, ბიზნეს სექტორსა და დასაქმებულებს შორის
- +

ავტორი ილონა ცაცუა

21 მაისი. 2020. 21:06

 

 

„საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგა“  -  არის ასოციაცია, რომელიც დაფუძნებულია ჟენევის სათავო ოფისის „აილოს“ საკვანძო პრინციპებზე და რომლის მიზანია, ყველა ბიზნეს სექტორში დანერგოს, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული და ხარისხიანი სისტემა. ასოციაცია ასევე, ითვალისწინებს FDA-ისა (ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრირების ორგანიზაცია) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization), ოფიციალურ სტატისტიკასა და საჯარო ინფორმაციას, რომლის გათვალისწინებითაც შემდგომში ხდება პროფილირებური სწავლება, ვინაიდან ყველა სფეროში პრობლემები სხვადასხვა ფორმით ვლინდება, აუცილებელია სპეციფიკური მიდგომა. ასოციაცია ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში ახორციელებს სწავლებას კვებისა და სასმელი პროდუქტების ინდუსტრიის მიმართულებით. როგორც ზემოხსენებული ორგანიზაციის ხემლძღვანელი, ბატონი ზაზა ჩიქვანაია, ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, ორგანიზაცია მზადაა ღიად ითანამშრომლოს ყველა ბიზნეს სექტორთან და დაეხმაროს მათ გამართული სისტემის დანერგვაში. დამატებით რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ახალი სისტმემის დანერგვა და რა როლი უჭირავს სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაში „საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგას“, ამ თემაზე ბატონი ზაზა თავად გვესაუბრება.

 

 

-სფეროში არსებულ პრობლემებსა და ასოციაციის მიზნებზე, რომ გვესაუბროთ?

 

„საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგის“  მთავარი მიზანია სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება. უმთავრესი პრობლემა რაც ნათლად გამოიკვეთა, ეს გახლავთ დასაქმებულების, ცოცხალი ადამიანების ჯანმრთელობისა  და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრიორიტეტად დასახვა, დაწესებულ ჯარიმებთან შედარებით..  გარდა ამისა, ინფორმაციული ვაკუუმიც დიდი პრობლემაა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ასოციაცია სულ მალე მასშტაბურ კამპანიას დაიწყებს, რათა კერძო  სექტორმა ნათლად იცოდეს, თუ რა სახის სერვისები უნდა მიიღონ და რა დონეზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისგან ან კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების კომპანიისგან, რამეთუ თაღლითურ ხელშეკრულებებსა და ქმედებებს მოეჭრას გზა. აქვე დავამატებ, რომ კერძო სექტორი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და მეორე პლანზე უნდა გადაიტანოს „შიში“ შესაბამისი უწყებებისგან დაჯარიმების თაობაზე.

 

ვისთან  წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

აბსოლუტურად ღია ვართ ყველა ბიზნეს სექტორთან. ჩვენი კანონმდებლობა - შრომის უსაფრთხოების შესახებ, ძირითადად „აილოს“ პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც თავის მხრივ სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და დასაქმებულებთან  ურთიერთ თანამშრომლობას  გულისხმობს და ამას ტრიპარტიზმი (სამმხრივი მმართველობის სისტემა) ეწოდება, სადაც მოიაზრება სახელისუფლებო სექტორი, დამსაქმებელი (იგივე კერძო სექტორი) და დასაქმებული.

 

როგორ ხდება ასოციაციაში გაწევრიანება?

ჩვენ ასოცაციაში წევრობის საფასური გახლავთ მიზერული და სიმბოლური, ბენეფიტებს  მალე დავაანონსებთ და ყველანი დარწმუნდებიან, რომ უზარმაზარ ბენეფიტებს სასაცილო ფასად  მიიღებენ. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ყველა სექტორისთვის და უფრო მეტიც, მზად ვართ  ვაწარმოოთ ერთობლივი პროექტები და ერთი მიზნისთვის გავერთიანდეთ.

 

 

დამატებით რა ხარჯის გაღება მოუწევს ბიზნეს სექტორს, რომელიც გადაწყვეტს, რომ კომპანიაში დანერგოს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთოების ხარისხიანი და გამართული სისტემა, ის სისტემა რასაც თქვენი ასოციაცია სთავაზობს?

 

მიზნებში და ამოცანებში გვაქვს ერთი პუნქტი, რომელიც  ოფიციალურად არ დაგვიფიქსირებია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კერძოდ, ქვეყანაში არსებობს მიკრო ბიზნესები, რომლებსაც ელემენტარულად არ გააჩნიათ ის მოგება, რომ თვეში დაახლოებით 100 ლარით ზედმეტი ხარჯი გაიღონ შრომისა და ჯანმრთლებობის სისტემის  დასანერგად, ანუ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დასაქირავებლად და აუცილებელი ინვენტარისა თუ სხვა მატერიალურ ხარჯებთან დაკავშირებული ქმედებების გასახორციელებლად.. ბუნებრივია, ეს გააკოტრებს მათ და გაიყვანს ბაზრიდან, რაც ქვეყნის მიკრო-ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებს, იმიტომ, რომ საქართველოს ბიუჯეტში, ასე ვთქვათ, ლომის წილი  მიკრო და საშუალო ბიზნესის გადასახადებზეა აგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული მოვიძიოთ დაფინანსების წყაროები, ასევე შევქმნათ მკაფიო და ნათელი  კრიტერიუმები თუ როგორ მოვახდინოთ ამ კომპანიების იდენტიფიცირება. მათი ბრუნვიდან გამომიდნარე, საგადასახადო უწყებებიდან,  მოგება-ზარალის უწყისებიდან, ან ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისებიდან. მოკლედ, მკაფიო კრიტერიუები უნდა შევიმუშაოთ, რომ ამ სეგმენტის იდენტიფიცირება მოვახდინოთ და შესაბამისად, ბენეფიციარი იყოს ზუსტად ის ხალხი ვისაც მართლა არ შეუძლია უსაფრთხოების სპეციალისტების დაქირავება.  მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 2019 წლის სექტემბერში ამოქმედებული კანონის თანახმად,  ყველა ორგანიზაცია ვალდებულია ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 

ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ?

ვაგრძლებეთ პროფილურ სწავლებას, რამეთუ სხვადასხვა სფეროებში  აბსოლუტურად  სხვადასხვა საფრთხეები ვლინდება, შესაბამისად სპეციფიკური მიდგომაა საჭირო. გეტყვით, რომ ასოციაცია ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში ახორციელებს სწავლებას კვებისა და სურსათის მიმართულებით. გარდა ამისა მკაცრად  ვდაგავრთ ჩვენ პრინციპზე, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროში თაღლითებს, ასე ვთქვათ, უხარისხო სერვისის მიწოდებას ნიღაბი ავხადოთ, რამეთუ ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე არის საუბარი და  არ შეიძლება მხოლოდ მერკანტილური ინტერესები გამოძრავებდეს. დამატებით, გეგმების შესახებ საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან აქამდე ჩვენ მიერ წინასწარ გაჟღერებული მიზნები, სხვა ორგანიზაციებმა აიტაცეს და... კი ბატონო, აიტაცონ, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუმცა გამოცდილებიდან დავრწმუნდით, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ისინი ხარისხიანად შეასრულებენ ამ საქმეს. კოლეგიალობიდან გამომდინარე კი მათ ვინაობას არ დავასახელებ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner