კონსტანტინე გამსახურდია ქართველი მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის დეტალებს იხსენებს.
„გუშინ გურამ შარაძის მკვლელობის დღე იყო. კარგად მახსოვს ის დღე. ერთ-ერთმა ტელევიზიამ შემატყობინა და მაშინვე გავიქეცი ვერაზე. როდესაც მივედი, მისი სისხლი ჯერ კიდევ ეტყობოდა ასფალტს.
ექო ცხოვრების ბევრ სფეროშია. ტყვიაც, რომელიც მას ესროლეს ერთგვარი ექოა - 1991 წლის 22 დეკემბრისა, როდესაც იარაღი გავარდა გარეწრის და სასარგებლო იდიოტის ხელში აღებული იარაღიდან. იგი საქართველოს ესროლეს. თუმცა ეს ტყვია ამ შემთხვევაში თავის მიზანს იმ კოშმარიდან 16 წლისთავზე მოხვდა.
მანამდე კი "უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები". ვისურვებდი, სამუდამოდ წარსულში დარჩენილიყოს სიბოროტის და სიცოფის ის იმპულსი, რასაც ეს ექო-ტყვია განასახიერებს.“- წერს გამსახურდია.