გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის
ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი შ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს -
1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან
გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, შ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.