logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: რუსეთმა უარი თქვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ფრენების დაშვებაზე
- +

22 მაისი. 2020. 01:28

 

 

 

"რუსეთმა უარი თქვა სადამკვირვებლო ფრენაზე 10-კილომეტრიან დერეფანში, მისი საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ამით ცდილობს ყალბი რუსული პრეტენზიების წამოყენებას, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია",- ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ის "ღია ცის" ხელშეკრულებიდან ამერიკის გასვლის მიზეზებს განმარტავს.

 

მისი თქმით, რომ არა ევროპის პარტნიორი ქვეყნები, ამერიკა ხელშეკრულებას დიდი ხნის წინ დატოვებდა.

 

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ევროპაში ჯერ კიდევ ღირებულად მიიჩნევენ ხელშეკრულებას და მადლობას ვუხდით იმ უკუკავშირისთვის, რომელიც მათ ამ კითხვების განხილვის დროს შემოგვთავაზეს და რომ არა მათ მიერ ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ეს მნიშვნელობა, ჩვენ, ალბათ, მას დიდი ხნის წინ დავტოვებდით",- აღნისნულია პომპეოს განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner