logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
- +

22 მაისი. 2020. 02:33

 

 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, დღეს ახალი პაციენტები არ მიუღიათ, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში დღეს გახლავთ 35 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ერთი. ახალი დღეს არ მიგვიღია. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ასეთია – მათი უმეტესობის არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთი პაციენტი იყო კრიტიკული და უკვე გამოვიდა მდგომარეობიდან, მისი პროგნოზი აუცილებლად იქნება კეთილსაიმედო. ორი არის ახლა მძიმე და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ჯერ პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ რამდენიმე პაციენტი გაიტესტება მეორადად და ვნახოთ, რამდენი გამოჯანმრთელდება“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner