logo_geo
eng_logo
პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

22 მაისი. 2020. 10:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner