logo_geo
eng_logo
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
- +

18 ივნისი. 2016. 17:46



„Associated Press"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაიროს სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, მუჰამედ მურსი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ, ჯაშუშობაშია ბრალდებული.



გამოძიების ინფორმაციით, როდესაც მურსი სახელმწიფოს მეთაური იყო, მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კატარს გადასცა. დღესვე ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთი ეპიზოდისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.



ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის მურსთან ერთად ექვსი ადამიანია ბრალდებული, მათ შორის არიან „Al Jazeera"-ს ყოფილი პროდიუსერი და ახალი ამბების ყოფილი რედაქტორი.



2013 წლის 3 ივლისს, მუჰამედ მურსი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის თანამდებობიდან გადააყენეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. ოპონენტებსა და პრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 650 დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner