მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა.
ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება.
საბავშვო ბაღები შენდება ასევე ხუნწის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN“ ახორციელებს.
ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.