logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო
- +

22 მაისი. 2020. 15:17

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად  ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

მთავრობის მეთაურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

 

განახლდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა. შენობა 430 მოსწავლეზეა გათვლილი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები.

 

ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. დარბაზი იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა პანდუსები. შენობის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

 

გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება, კულტივაცია უფასოდ შეეძლება.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner