logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილე: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატება პირველ რიგში საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა
- +

22 მაისი. 2020. 20:31

 

 

რეკომენდაციებისა და რეგულაციების აღსრულება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა და წარმოადგენს, არ ყოფილა მარტივი აღსასრულებელი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს წარმატება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველ რიგში საზოგადოების მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

 

გარკვეულ სირთულეებს რა თქმა უნდა ვაწყდებოდით. ყველაზე მთავარი გამოწვევა, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, პირველ ეტაპზე იყო ის, რომ ჩვენ ის თუ როგორი იყო ამ ვირუსის გავრცელების მეთოდები, ასე რომ ვთქვათ. როგორ უნდა გვებრძოლა მის წინააღმდეგ. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვაწვდიდით ამ ინფორმაციას ჩვენს თანამშრომლებს. უმთავრესი მსგავსი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენ ამ რამდენიმე თვის მანძილზე დავინახეთ, უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი არის საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. მინდა გითხრათ, რომ დღეს რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არის პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების დამსახურება. ძალიან ნათელი მაგალითები იყო საზოგადოების მხრიდან მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, თვითშეგნების“, - აღნიშნა ბოცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner