logo_geo
eng_logo
ნინო ცაციაშვილი: მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ 5000- მდე ახალმა აბონენტმა გადმოწერა ეს აპლიკაცია, რაც ძალიან პოზიტიური ცვლილებაა
- +

22 მაისი. 2020. 21:01

 

 

ძალადობის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა პოლიციას პანდემიის დროს 112-ის ჩუმი ღილაკის მეშვეობით მიაწოდეს - ამის შესახებ ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

“15 აპრილს გავუგზავნეთ მოსახლეობას ინფორმაცია და შევახსენეთ,თუ რა გზებით არის შესაძლებელი პოლიციისთვის მომართვა. აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, 11 შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩუმი განგაშის ღილაკით მოხდა სწორედ ძალადობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება პოლიციისთვის. ეს რაოდენობა აღემატება წინა თვეების, იანვარი- თებერვალი- მარტის მონაცემებს, სადაც საერთო ჯამში სულ 8 შემთხვევა იყო, როდესაც ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენება მოხდა მსხვერპლის მხრიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პოზიტიური მიმართულება შევინარჩუნოთ. ასევე, ძალიან ხაზგასასმელი და საინტერესოა ის, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ 5000 მდე ახალმა აბონენტმა გადმოწერა ეს აპლიკაცია, რაც ძალიან პოზიტიური ცვლილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ძალიან გააქტიურებულია ამ მიმართულებით საზოგადოების თითოეული წევრი“- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner