logo_geo
eng_logo
ნინო ცაციაშვილი: ძირითადი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ შევინარჩუნოთ მომართვიანობა
- +

22 მაისი. 2020. 21:24

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამინისტროს მიმართ მოსახლეობის მიმართვიანობის შენარჩუნება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

ზოგადად აპრილის მთლიან თვეს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მატება ამ კუთხით არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ რეალურად მატების მიმართულებით არ შეიძლება წავიდეს ეს ციფრები. ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ შევინარჩუნოთ მიმართვიანობა და მსხვერპლი წავახალისოთ მიმართვიანობის მიმართულებით. შეტყობინებები, რომლებიც ჩვენ დავაგზავნეთ, ასევე, მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც უკვე ტრიალებს სოციალურ ქსელებში, ასევე გავა გრაფიკული ვიდეო ტელევიზიების საშუალებით, სადაც სახელმწიფო კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს მსხვერპლს და ეუბნება, რომ პანდემიის მიუხედავად ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და რეაგირება იქნება კვლავ ეფექტიანი“ - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner