„რატომ არ ბრუნდება სააკაშვილი და მისი რაზმი საქართველოში და რატომ არ სურს ქართველ ხალხს თეთრ ცხენზე ამხედრებული ამ რეფორმატორის ქვეყანაში დაბრუნება?“- ეს კითხვები პოლიტოლოგმა დიმიტრი სპივაკმა უკრაინულ ტელეარხ news one-ის თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ დასვა.
მისი თქმით, სააკაშვილის პარტია საქართველოში ბოლო დროის ყველა არჩევნებში დამარცხდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის პარტია საქართველოში დამარცხდა ბოლო დროის ყველა არჩევნებში, სადაც მისი თქმით, ყველაფერი რეფორმირებულია, და თუ ეს მართლა ასეა, ჩემი გაგებით რეფორმები პირველ რიგში იწყება ძალოვან და სასამართლო სტრუქტურებში, იბადება ერთი შეკითხვა - თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა, რატომ არ ბრუნდები საქართველოში? თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, ვინც ორჯერ დადო ფიცი ქართველი ხალხის წინაშე? ან უნდა დაბრუნდეთ საქართველოში, მოხვიდეთ ოპოზიცაში და იბრძოლოთ, ან მე რაღაც არ მესმის, ან რაღაც მეშლება. ვინმემ მაინც გამეცით პასუხი ამ შეკითხვაზე. რატომ არ ბრუნდება სააკაშვილი და მისი რაზმი საქართველოში? ქართველ ხალხსაც რატომ არ სურს თეთრ ცხენზე ამხედრებული ამ რეფორმატორის ქვეყანაში დაბრუნება?“ - აცხადებს სპივაკი.