logo_geo
eng_logo
ისლანდია ქულებისთვის უნგრეთთან იბრძოლებს
- +

18 ივნისი. 2016. 19:26

 

 

ევრო 2016-ის F ჯგუფის მეორე წრეს ისლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გახსნის. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს და მას რუსი არბიტრი სერგეი კარასევი გახსნის.

პირველ წრეში ორივე გუნდმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. ჯერ იყო და უნგრეთმა მატჩის ფავორიტ ავსტრიას 2:0 სძლია, შემდეგ კი ისლანდიამ პორტუგალიასთან ნანის გოლის გაქვითვა, ტაბლოზე 1:1 დაფიქსირება და ჯგუფის ფავორიტთან ქულის მოპოვება შეძლო. იმ შემთხვევაში, თუ უნგრელები დღეს გამარჯვებას მოიპოვებენ, მომდევნო ეტაპზე თამაშს გაინაღდებენ, ისლანდია კი ავსტრიასთან ურთულესი მატჩის წინ, დღევანდელ შეხვედრაშიც ეცდება ქულების დაბევებას.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელი მატჩისთვის:

 

ისლანდია (4-4-2): ჰალდოურსონი - სევარსონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გ.სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, ბედვარსონი;


უნგრეთი (4-1-4-1): კირაი - ფიოლა, გუზმიჩი, ლანგი, კადარი - გერა - ნემეტი, ნადი, კლეინჰეისლერი, ჯუჯაკი - სალაი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner