logo_geo
eng_logo
დიმიტრი სპივაკი: ეს არის ადამიანი კონფლიქტი, ადამიანი დამანგრეველი და ეს სიმართლეა!
- +

22 მაისი. 2020. 21:55

 

 

სააკაშვილის თანადებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფინალური, ფატალური შეცდომა იყოს“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი დიმიტრი სპივაკი.

 

უკრაინულ ტელეარხ news one-ის თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ სპივაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის.

 

რაც მე არ მსიამოვნებს, ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. ანუ სულ ერთია სად და როგორ, მისთვის მთავარია მართვა. ეს მიუღებელია მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ“ - აცხადებს სპივაკი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი თავს პრეზიდენტად გრძნობს და შესაბამისად იქცევა.

 

მას არ შეუძლია იყოს მეორე, მესამე ან მეთვრამეტე, ან ვიცე-პრემიერი, ან რამე სხვა. ეს მისთვის უაზრო ქმედებებია, იგი ლიდერია. ის ძალიან კონფლიქტური ადამიანია, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატურ ქცევებამდე მიიყვანოს, რომელიც ატომურ აფეთქებას ჰგავს, და სად, რა, როდის აფეთქდება ფაქტობრივად არაპროგნოზირებადია. ეს არის ადამიანი კონფლიქტი, ადამიანი დამანგრეველი და ეს სიმართლეა,“ - აცხადებს სპივაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner