logo_geo
eng_logo
საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" აღარ იმოქმედებს
- +

22 მაისი. 2020. 22:21

 

 

23 მაისიდან, ანუ, დღეს ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

 

"დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან ანუ დღეს ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს "კომენდანტის საათიც". მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ-19-ის გავრცელება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner