logo_geo
eng_logo
ბელგიამ ირლანდიას გადაუარა
- +

18 ივნისი. 2016. 19:27


 

ევრო 2016-ის E ჯგუფის მეორე წრე ბელგიისა და ირლანდიის დაპირისპირებით დაიხურა. შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა გულშემატკივარმა გატანილი გოლები ერთ კარში და ისიც მხოლოდ მეორე ტაიმში იხილეს.

 

 

იტალიასთან ნაგემი მარცხის შემდეგ, ბელგიელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს, თუმცა მათი შეტევები რენდოლფის კარის ასაღებად სათანადოდ მწვავენი არ ყოფილა. მატჩის მეროე ნახევრის დაწყებიდან 3 წუთში, დე ბრუინი მარჯვენა ფლანგიდან გაიჭრა პასი ლუკაკუსს მისამართით გააკეთა, რომელმაც მეკარისთვის მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა ბურთი.

 

 

61-ე წუთზე, ვიტსელმა ზუსტი თავურით სხვაობა 2-მდე გაზარდა, 70-ე წუთზე კი, ამჯერად აზარის მარჯვენა ფლანგიდან გარღვევა ლუკაკუმ თითქმის პირველი შემთხვევის ანალოგიურად დააგივირგვინა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.

 

 

E ჯგუფის დასკვნით ტურში იტალია ირლანდიას გაეჯიბრება, ბელგია კი შვედეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ორივე შეხვედრა 22 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner