საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც დღეს ოპოზიციის კრიტიკის ტონი შერბილებულია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. თუმცა მისივე განმარტებით, არც ეს კანონი არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს და ის გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.
„ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ.
რომან გოცირიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.