თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ 8 წელი ერთ თანამდებობაზე ყოფნისთვის მისთვის საკმარისია, თუმცა "ქართული ოცნების" გუნდის წევრად ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება.
"8 წელი ამ თანამდებობაზე საკმარისია, საარჩევნო პროცესშიც, რა თქმა უნდა, ვიქნები "ქართული ოცნების" გვერდით, იმისთვის, რომ ახალი საარჩევნო სისტემის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოოთ პოლიტიკური კამპანია და რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ ის სახე, რომელიც ხელისუფლებას აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება, რომლისთვის მნიშველოვანია ადამიანზე ზრუნვა და კოვიდმა ეს კიდევ ერთხელ სიმბოლურად აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" შტამპი არის -მე ვზრუნავ ადამიანზე. მე ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი ვარ, მის გვერდით ვდგავარ და თუ ერთ დღეს ამ გუნდის გვერდით არ ვიქნები, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დავასრულე პოლიტკური კარიერა. მე არ მჩვევია აქეთ-იქით ყანყალი, ზოგიერთს ჩვევია ეს, პოლიტიკაში შევლენ ერთი გუნდის ზურგით. მე გუნდის სტაბილური წევრი ვიქნები იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აჩვენოს გამარჯვება," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.