logo_geo
eng_logo
ირაკლი ზაქარეიშვილის სკანდალური პოსტი დავით კეკუას გარდაცვალების საქმეზე!
- +

23 მაისი. 2020. 01:26

 

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

იცით თუ რა, რომ:

 

2002 წელს, ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დავით კეკუას მუშაობის დროს, ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა ესპანეთში დააკავეს და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ძებნილიმიყო - საქართველოს გადმოსცეს. ამის შემდეგ ძმები რურუები დავით კეკუას გადაემტერნენ და შურისძიებით ემუქრებოდნენ.

 

როგორც მაშინ "პოლიტიკოსი" კახა კუკავა აცხადებდა, ჟორიკა რურუა ზურაბ ჟვანიას დახმარებით პატიმრობიდან მალევე გათავისუფლეს.

 

ერთ დროს, საქართველოს მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი გიორგი რურუა აშშ-შიc იმალებოდა, საიდანაც გამოაძევეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავით კეკუა ძმებმა რურუებმა დააჭერინეს!.. როგორც ამბობდნენ, პატიმარი პირადად გაგუდა საკანში ნიკა რურუამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ დავით კეკუას საკნის ვიდეომეთვალყურეობა24 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრმა გამოაცხადა, რომ "პატიმრის თვითმკვლელობის მომენტისათვის ვიდეოთვალი გაფუჭებული იყო."

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუა 2007 წლის 2 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს.

 

დავით კეკუას ოჯახმა პატიმრის გარდაცვალებაში პარლამენტის წევრი, ნიკა რურუა დაადანაშაულა.

 

ამჯამად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი შეძენა-შენახვა-ტარებისათვის ბრალდებულ გიორგი რურუას, გირგვლიანების ოჯახის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner