logo_geo
eng_logo
როგორ უნდა მოვემზადოთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას მომზადებული შევხვდეთ - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები
- +

23 მაისი. 2020. 02:42

 

 

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვისაც უნდა მოემზადოს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ინფექციის კიდევ ერთ შემოტევას საზოგადოებამ და ჯანდაცვის სექტორმა წინააღმდეგობა გაუწიოს? - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

 

"პირველ რიგში, მოსახლეობა კიდევ მეტად უნდა იყოს გათვითცნობიერებული. ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ჩვენ კორონავირუსთან ცხოვრება ხანგრძლივად მოგვიწევს. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრის სერიოზულად გადამზადება, სწავლა და სულ სწავლა. აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის უფრო მეტად მომზადება, ასევე საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის ქსელის. უნდა შეივსოს მარაგები და იყოს უწყვეტი. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში საზღვრის ჩაკეტვამ,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.  

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner