logo_geo
eng_logo
შალვა კიკნაველიძე: მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს
- +

23 მაისი. 2020. 19:43

 

 

 

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  და  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ არგვეთაში მდებარე სასათბურე მეურნეობები მოინახულა.

 

 

 

უმრავლესობის წევრმა, მეწარმეებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასა და იმ შეღავათებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად დააწესა.

 

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობასა და შეღავათთან დაკავშირებით, რომელთაც მათ ჩვენი ხელისუფლება აძლევს. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ თითოეული ფერმერის მოტივირება, რათა სახელმწიფოს მხარდაჭერა მეურნეობების განსავითარებლად მიმართონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხელისუფლება სთავზობს. ვაწარმოოთ ჯანსაღი, ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner