ცოტა ხანში, ქუთაისში, ესპანელი მომღერლის ხოსე კარერასის კონცერტი დაიწყება. ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე იკრიბება. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ხოსე კარერასის კონცერტისთვის იდეალური ადგილია შერჩეული, რადგან ქუთაისი ცნობილია თავისი კულტურული ტრადიციებით.
"პროექტ Check in Gerogia ფარგლებში ეს გახლავთ მეოთხე კონცერტი, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ხოსე კარერასი ქუთაისს ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ეს არის მის შემოქმედებითი კარიერის დასამშვიდობებელი ტურნე. ამ კონცერტისთვის იდეალური ლოკაცია ავირჩიეთ. ქუთაისი ცნობილია თავისი კულტურული ტრადიციებით. როგორც ვიცი, მთელი რეგიონი აპირებს მოსვლას კონცერტზე",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ამ კონცერტის შემდეგ პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება. უკვე დაწყებულია ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები რეგიონებში.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დედაქალაქში არ ჩატარებულიყო.
პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 150-ზე მეტი კულტურული ღონისძიება გაიმართება.