logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: თუ არ მიმართეს დაჩქარებულ წესს და არ გადაუხვიეს კანონიდან COVID19-ის ვაქცინა ერთი წლის შემდეგ გვექნება
- +

23 მაისი. 2020. 22:06

 

 

 

შექმნილია უკვე COVID19-ის რამოდენიმე ვაქცინა, რომელიც გადის გამოცდებს. იმედი თან გვაქვს, თან არ გვაქვს იმიტომ რომ როგორც ამბობენ, თუ არ მიმართეს დაჩქარებულ წესს და არ გადაუხვიეს კანონიდან ამას დასჭირდება ერთი წელი“, - ამის შესახებ ტელეკომპანა „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ კოვიდმა არ გამოიჩინა სეზონურობა და არ დაიხია თავისით უკან, ერთი წელი შეიძლება ამას მსოფლიომ ვერ გაუძლოს. შეიძლება ჩვენც გაგვიჭირდეს.

დაჩქარებული წესი გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის გამოცდისას ზოგიერთ ეტაპს ტოვებენ. ორჯერ უნდა შემოწმდეს ცხოველებზე. ერთხელ ამოწმებენ და მერე ეტაპს ტოვებენ. თუ რამოდენომეჯერ უნდა შემოწმდეს ადამიანებზე ვაქცინის უსაფრთხობა, თუ ის ეფექტურია, უშვებენ ფართო წარმოებაში. მეთოდი ამართლებს, თუ საქმე გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვირუსთან. კოვიდი, სწორედ ასეთია. თუ ისინი მიმართავენ დაჩქარებას, მაშინ ჩვენ სადღაც შემოდგომის ბოლოს შეიძლება ვაქცინა გვქონდეს“, -აღნიშნა ცერცვაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner