logo_geo
eng_logo
პედიატრი: მესმის, რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ! მაგრამ ბავშვებში covid-ის უცნაურმა გამოვლინებებმა იმატა
- +

23 მაისი. 2020. 23:13

 

 

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მოუწოდებს, რომ იფრთხილონ.

 

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მესმის,რომ ძალიან დაიღალეთ, მესმის, რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ! გაზაფხულის თბილი დღეები ძალიან მომხიბვლელია და სურვილს გიჩენთ განავარდების, ურთიერთობების, სავსეა ქალაქის ქუჩები ადამიანებით, მოზარდებით, ბავშვებით, ყოველგვარი სოციალური დისტანცირების, ნიღბების გარეშე, უფრო მეტიც, ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნის ფაქტებით! უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ისიც არ გვახსოვს, რომ ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან!

 

გთხოვთ, ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება, არ ვიცით ჯერ ბევრი რამ, არ გვაქვს ვირუსთან დაკავშირებული კვლევების შედეგები ბოლომდე (მრავალი მიმართულებით ტარდება კვლევა) არ გვაქვს წამალი და სპეციფიური ვაქცინა! სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-ის უცნაურმა გამოვლინებებმა, სისტემური ანთებითი პროცესებით და ცრუ, არასრული კავასაკის დაავადების ნიშნებით მიმდინარე, მძიმე შედეგები დაიდო, ლეტალური გამოსავალიც მათ შორის! ამიტომ სიფრთხილეა ჯერ დევ საჭირო!“- წერს მამუჩიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner