რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომესაც უცვლელად გთავაზობთ:
„არასდროს დამიჯერებია ჭორების, რომ ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ღალატი ჩაიდინეს. პირიქით, სულ მჯეროდა, რომ ისინი, თითქმის, ყველამ გაყიდა და ზოგადად, სააკაშვილი თუ მოგიგებს ნაძირლური ჭკუითა და არამზადობით, ეს ადამიანური მინუსი კი არა, პლიუსია. გულწრფელები მეჩვენებოდნენ, თორემ არც სიახლოვე მაკავშირებს და საერთოდ, არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, გარდა გამარჯობა-გაგიმარჯოსი.
ახლა ხომ ზუსტად ვიცი, რომ არ ვცდებოდი. დღეს რომ ე.წ. ოპოზიციურ მაგიდასთან სვავები იკრიბებიან, უკლებლივ ყველა ეხვია გარს მაშინ ამ ძმებს, აი, ამ ყველაფრის მკადრებელი ხალხის ხელში იყვნენ. მიდი აბა და ნუ დაუშვებ შეცდომას. ჩემი აზრით, კიდევ კარგად გადარჩნენ.
იმან გამახსენა, რომ „უცნობის“ გადაცემას ვუყურე, დათო მაღრაძე ჰყავდა.
წარმატებას ვუსურვებ ,,უცნობს“!