logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პოლიტიკურად, აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების
- +

24 მაისი. 2020. 00:04

 

 

ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი ჰონდა, იყო პრეზიდენტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად, აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

 

პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

 

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

 

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც.

 

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner