იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი 24 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბერძნული მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიების ხელმძღვანელებმა წმინდა მიწაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მიიღეს.
24 მაისიდან ბაზილიკაში მაქსიმუმ 50 ადამიანი შეძლებს შესვლას, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ექნებათ.
მორწმუნეებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და სიწმინდეებთან თავის შეკავებაც მოუწევთ.