logo_geo
eng_logo
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ხვალ გაიხსნება
- +

24 მაისი. 2020. 01:23

 

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი 24 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ France 24 წერს.

 

 გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბერძნული მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიების ხელმძღვანელებმა წმინდა მიწაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მიიღეს.

 

24 მაისიდან ბაზილიკაში მაქსიმუმ 50 ადამიანი შეძლებს შესვლას, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ექნებათ.

 

 მორწმუნეებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და სიწმინდეებთან თავის შეკავებაც მოუწევთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner