logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
- +

24 მაისი. 2020. 02:25

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ფედერალურ და ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ცვლილებები რეფერენდუმის ჩატარებასაც ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

კანონის ავტორების განმარტებით, ამის საჭიროება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა.რუსეთში კორონავირუსის 335 882 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 388 პაციენტი გარდაიცვალა.

 

რუსეთის სათათბირომ ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები 2020 წლის არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მიცემას ფოსტით ან დისტანციურად, ინტერნეტით შეძლებენ 13 მაისს დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner