ვატიკანში მუზეუმები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაცია vaticannews-ზეა ხელმისაწვდომი.
მუზეუმში შესვლამდე, ვიზიტორებს სიცხეს გაუზომავენ. მუზეუმში შესვლისას ასევე სავალდებულო იქნება სამედიცინო ნიღბის გამოყენება.
მუზეუმის ბილეთის ყიდვა, მხოლოდ დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ვიზიტორებს ბილეთის დაჯავშნისას დამატებით €4 გადახდა მოუწევთ. ასევე თვის ბოლო კვირას მუზეუმების უფასოდ დათვალიერებას გადადებენ. ასევე ვატიკანი ვიზიტორებს სთავაზობს ბაღების დათვალიერების ტურს პაპის რეზიდენციაში, რომელიც რომთან ახლოს მდებარეობს.
ბოლო მონაცემებით,ვატიკანში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.