logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში 2 პირი დააკავა
- +

24 მაისი. 2020. 10:26

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

 

პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner