logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ჩემი მობილურის „კინოშედევრი“
- +

ავტორი მაია კახიძე

18 ივნისი. 2016. 22:51



ლესელიძის  ქუჩაზე  დავეშვი, ზემოდან  მარჯვენა  მხარეს.


ამასობაში, ბელორუსი  ტურისტები  გამომელაპარაკნენ, სამნი იყვნენ და  რაც მკითხეს, გულითადად  გავეცი  პასუხი. (რუსული მართლა კაი ვიცი, ინგლისურში კი ვერ ვარ კარგად, გერმანულს  მასწავლიდნენ)


გავუღიმ - გამოვუღიმეთ ერთმანეთს, დავემშვიდობე, სწრაფად  მოვტრიალდი  და  ისევ  გავჩერდი.


ნაბიჯს  ვეღარ  ვდგამ.

ვაჰ, აგერ, შუა თბილისში, ჩარლი ამეტუზა, „ჩვენი" - ჩაპლინი.


მივესალმე, მომესალმა...


- ვინ დაგხატა - მეთქი ამ კედელზე?

- ერთმა თბილისელმა ბიჭმა და ხო ვეღარ გავეტიე ამ ლესელიძის ქუჩიდან,  აგერ, შარდენზე  ვერ  ჩავსულვარო, - შემომჩივლა...


ახლა  ვფიქრობ, როგორ  დავეხმარო...


შარდენზე  მინდა  ვთხოვო  ახლობლებს, ეგება  იქაც  დახატონ.


არ  ვართ  თბილისელები უგულო ხალხი...


ჩარლია და...


ჩარლზ  სპენსერ  ჩაპლინი! მუნჯი  კინოს  პატრიარქი...


მართლა  მოწყენილია  თეთრი  კიბის  იქით, სრულიად  მარტო...


ამას  როგორ  ვიფიქრებდი, ჩაპლინს  შევხვდებოდი  შუაგულ  თბილისში


და თან, იმასაც რომ  გაუხარდებოდა  ჩემი  დანახვა...


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner