logo_geo
eng_logo
მიხეილ დაუშვილი: სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება
- +

24 მაისი. 2020. 22:30

 

 

სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

 

რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა.

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

 

„სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა მოხდეს სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

 

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების/ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner