logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Financial Times-თან
- +

24 მაისი. 2020. 23:08

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ნავთობის ფასების დაცემით, შეიცავს  რისკს გამოიწვიოს კრემლის ახალი აგრესია მის საზღვრებს გარეთ.

 

სალომე ზურაბიშვილი, რომლის ქვეყანამ 2008 წელს მოსკოვის შეჭრის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის მეხუთედი, აცხადებს, რომ როგორც ისტორიამ აჩვენა, რუსეთში შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიულ განწყობილებას, ვიდრე "თანამშრომლობის გზით მეზობლებთან ურთიერთობების გადახედვის” მცდელობებს.

 

პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა. . . და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს იყოს უფრო აგრესიული რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ, ”- თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა Financial Times– თან ინტერვიუში.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ეს ასე არ მოხდება, და შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისათვის განსხვავებულ გზებს მიმართოს“.

მისი კომენტარები ხაზს უსვამს, თუ როგორ შექმნა პანდემიამ ახალი დინამიკა და გაურკვევლობები საქართველოს შავი ზღვის რეგიონში, სადაც რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა და დასავლეთის ქვეყნებთან და თურქეთთან ერთად გავლენისკენ ისწრაფვის.

 

ქალბატონი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან კრემლს არ გამოუყენებია საგანგებო სიტუაციით გაჩენილი შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სადავო ტერიტორიებზე დაძაბულობის განმუხტვისთვის. საქართველო რუსეთს, სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების აგებასა და მავთულხლართების გავლებაში, აფხაზეთში კი რაკეტებისა და რადარის განლაგებაში სდებს ბრალს.

 

მისი თქმით, ახალი რისკები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კოვიდ 19-თან მიმართებით მოსკოვის ღიაობის ნაკლებობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხრეთ ოსეთში, (სადაც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა)  მოქალაქეების დასახმარებლად წვდომაზე „აბსურდული“ შეზღუდვების დაწესების გამო შეიქმნა.

 

 

”ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად რამდენადაც შეგვეძლო,” - თქვა პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ. ”პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რაიმე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით.”

ქალბატონი ზურაბიშვილი ქართული წარმოშობის ყოფილი ფრანგი დიპლომატია, რომელმაც 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რათა საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო და 2018 წელს იგი პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ამ თვის დასაწყისში, მან ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, გადაარჩინა რა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული კომპრომისი. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სისტემაზე დომინირებით გამოწვეულ უკმაყოფილებას შარშან თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა საქართველომ განაგრძოს სვლა „პოლარიზაციის მიღმა” დემოკრატიული ”სრულყოფის გზაზე”.

 

ქალბატონი ზურაბიშვილი, მიუხედავად პანდემიური კრიზისისა, რომელიც ახლა ბლოკში არსებობს, ევროკავშირის ლიდერებს უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თითქოს ისე ჩანდეს, რომ ევროკავშირს არ ექნება "დრო ან სურვილი სხვისთვის“, საგანგებო სიტუაციამ აჩვენა, რომ "რეგიონული გაერთიანებები, ან ბლოკები უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს" კრიზისიდან გამოსვლის კუთხით.

 

მისი წინადადებები მოიცავს უსაფრთხო სამგზავრო დერეფნების შექმნას ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში - სულ უფრო პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი, სადაც პანდემიის შედეგად მხოლოდ 12 ადამიანი დაიღუპა (21 მაისის მდგომარეობით) - აგრეთვე, ბლოკის მიერ სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების ზრდასა და  ევროპის მიწოდების ქსელებთან კავშირების გაღრმავებას.

 

ჩვენთვის დღეს უფრო ცხადია, ვიდრე ოდესმე, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი პერსპექტივა ეს არის ამის გაკეთება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად”, - თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა. ”ახლა ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, სადაც კიდევ უფრო შეუპოვრები ვიქნებით იმასთან დაკავშირებით თუ რა გვინდა”.

 

პანდემია, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, სავარაუდოდ გამოიწვევს წუხილებს, რომ მათი დაფინანსება ევროკავშირის ეგრეთ წოდებული სამეზობლო ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში შეიძლება შემცირდეს ბლოკის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტზე დავის დროს.

 

თბილისი წინათ ევროკავშირისგან მეტ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა, რომლის წევრებიც - ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის სანაპიროებს ფლობენ ისეთ ოლქებში, სადაც წყალქვეშ ელექტროენერგიისა და ბოჭკოვანი კაბელები მდებარეობს, გადამზიდი ბორნები კი, ქართულ პორტებს უკავშირდება.

მიმდინარე თვეს, საქართველო შავი ზღვის ერთ-ერთ ქვეყანას - უკრაინას მას შემდეგ

დაუპირისპირდა, რაც კიევმა, საქართველოდან გადასახლებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უმაღლეს ოფიციალურ თანამდებობაზე წარადგინა, რომელიც რეფორმების კოორდინირებაზე იქნება პასუხისმგებელი.

 

ბატონი სააკაშვილის ხელახალმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ კიევში, (სადაც ის გაიქცა, როდესაც მისი მოწინააღმდეგეები ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ და მას კორუფციულ დანაშაულებში პასუხისმგებლობა დააკისრეს) გაართულა, ის რასაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა საქართველოსა და უკრაინის „მრავალსაუკუნოვანი“ მეგობრობა უწოდა. რუსეთმა ორივე ქვეყნის ტერიტორია მიითვისა.

 

ყოველგვარი კონსულტაციის, გაფრთხილების, თავაზიანობის გარეშე, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღება“, - განაცხადა მან სააკაშვილის დანიშვნის შესახებ და დასძინა, რომ თბილისს სამაგიეროს გადახდის გეგმა არ აქვს. „ქართულ მხარეს სიტუაციის გართულების სურვილი არ აქვს, ვფლობთ რა ძალიან მნიშვნელოვან საერთო საქმეებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი სააკაშვილი არ აპირებს რაიმეს წამოწყებას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner