logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მართლა ვერ ხვდებით, რა მასკარადი დაუდგეს ბასილაშვილს?!
- +

24 მაისი. 2020. 23:26

 

 

მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ბასილაშვილის ცოლი რას ეტყვის თავის შვილს, ისევ შენთვის ვწვალობდი, შენთვის მინდოდა ის ფული, რომლის გასამმაგებასაც მამაშენს ვთხოვდიო?!

 

თვეში 100 ათასი რა სახსენებელია, 300 ათასია საჭიროო?!

 

კარგით, რა, მართლა და მართლა!

სირცხვილია!

 

კაცს თავს ჭრიან და ვიღაცები თავის მოჭრამდე ჩაქოლვასაც მოითხოვენ!

 

კაცს ისე აცხადებთ მოძალადედ, თითქოს გაშველებისას თქვენც დაზარალდით და ჯერ არ გაგნელებიათ მაშინდელი ემოცია!

 

სასამართლოზე გაირკვევა ყველაფერი და არ არის საჭირო ეს ყველაფრისმცოდნეობა!

 

ფულზე რომ არ ყოფილიყო ლაპარაკი, კიდევ ჰო, მაგრამ მართლა ვერ ხვდებით, რა მასკარადი დაუდგეს ბასილაშვილს?!

 

ან ის ყოფილი ცოლი რას ემუქრება პირადი ამბების გამოქვეყნებით, ის ამბები მის შვილს სულ, სულ ოდნავაც არ დააზარალებს?!

 

ჯერ გაერკვიეთ, რა ხდება და მერე მოიმარჯვეთ ჩოგანი თუ გიტარა!

ჰო, ფრთხილად იყავით, ნაჯახად არ მოეჩვენოს ვინმეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner