ევრო 2016-ის F ჯგუფის მეორე წრე ისლანდიისა და უნგრეთის დაპირისპირებით გაიხსნა. პირველ ტურსი ორივე გუნდმა სიურპრიზები შემოგვთავაზა: უნგრეთმა ყველასათვის მოულოდნელად, ავსტრიას სძლია (2:0), ისლანდიამ კი ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიასთან ფრე ითამაშა - 1:1.
დღევანდელი დაპირისპირებაც გულშემატკივრებში დიდ ინტერესს ბადებდა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა სრულად უნგრელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა 40-ე წუთზე, გილფი სიგურდსონმა პენალტით ანგარიში გახსნა - 1:0.
უნგრელები მეორე ტაიმის სტარტიდანვე გააქტიურდნენ. ისლანდია თავს მთელი გუნდით იცავდა, თუმცა 88-ე წუთზე, ბირკირ საევარსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:1 დააფიქსირა.
გუნდებმა ქულები გაიყვეს და ამ დროისათვის უნგრელთა აქტივში 4 ქულაა, ისლანდიისაში კი - 2. F ჯგუფის მეორე წრეს პორტუგალიისა და ავსტრიის დაპირისპირება დააგვირგვინებს, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.