logo_geo
eng_logo
შოთა არველაძე: მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო
- +

24 მაისი. 2020. 23:49

 

 

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

პოსტი უზბეკური „ფახთაქორის“ მწრთვნელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

 

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. მანამდე მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner